გია ხუხაშვილი: რატომ ნიშნავს ზელენსკი სააკაშვილს?

რატომ ნიშნავს ზელენსკი სააკაშვილს?
1. ზელენსკიმ ვერ შეძლო კორუმპირებული სისტემის დანგრევა. შესაბამისად სჭირდება ბულდოზერი, რომელიც სისტემას შეაზანზარებს.
2. დააბალანსებს ავაკოვს, რომელსაც თვითონ ვერაფერი მოუხერხა.
3. ცივ წყალს გადაასხამს პოროშენკოს რევანშისტულ გეგმებს.
4. “თუ ვინმეს ვერ ერევი, იმეგობრე მასთან” – პრინციპით ერთ “ზანოზას” იშორებს.
მოკლედ, მას უნდა შეტევის აქცენტები გადაიტანოს სააკაშვილზე და თვითონ არბიტრის როლში ჩადგეს.
ის ფიქრობს, რომ უეჭველს თამაშობს.
თუ სააკაშვილმა წარმატებული იქნა, დივიდენდებს თვითონ მიიღებს, თუ წააგო, ერთ პოტენციურ პრობლემას მოიშორებს. ამ ბრძოლებში კი მისი მტრები დასუსტდებიან.
ჩვენ თვალები ვაბრიალოთ, იქ კი პოლიტიკა კეთდება-აცხადებს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: პრემიერის ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგენს ამ ხელისუფლების უზნეობათა აპოთეოზს
შემდეგი სტატიაპირველი სამი თვის განმავლობაში დაზღვევის შეძენისას ღირებულების 50%-ს “ჯიპიაი ჰოლდინგი” დააფინანსებს