შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილის ხროვას დოქსოპულოსავით დედები აღარ ჰყავთ

შალვა ნათელაშვილი:

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, რუსთავი 2-ის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ივანიშვილის ხროვას დოქსოპულოსავით დედები აღარ ჰყავთ,“- განაცხადა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტული პარტია ევროპის სასამართლოს მიმართავს, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. პარტია ასევე ამერიკის კონგრესს მიმართავს ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები გაყინოს.

„სასწორზე დგას საკითხი, ჩვენ მოვახდენთ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს თუ ივანიშვილი მოახდენს საქართველოს დემონტაჟს, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ ხელისუფლების დემონტაჟი,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილს „მოსიარულე ბოროტება, ჭირი და სახადი“ სასამართლოს კი „უღირსი“ უწოდა.

https://youtu.be/hcPz7Hoe95g

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი „გე-რე-უს“ მუშაკებს მიმართავს
შემდეგი სტატიამთავრობის დღევანდელი განცხადება არის ჩვენი დაცინვა