მთავრობის დღევანდელი განცხადება არის ჩვენი დაცინვა

მთავრობის დღევანდელი განცხადება არის ჩვენი დაცინვა და თავის გამართლების მცდელობა,- ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას.

გოცირიძის თქმით, მთავრობას სურს, უზენაესი სასამართლოს არაკანონიერი გადაწყვეტილება გაამართლოს.

“სინამდვილეში მთავრობა ამ გადაწყვეტილების მთავარი შემოქმედია. მთავრობა უხეშად ერეოდა სასამართლოს მოქმედებებში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მათ შორის, უზენაესი სასამართლოს 3 მოსამართლეზე ხორციელდებოდა ზეწოლა, პროვოკაციები. როგორც ჩანს, საბოლოოდ ვერ გაუძლეს ამ ზეწოლას. დაშინების რა ფორმები გამოიყენეს, დრო და ობიექტური გამოძიება დაადგენს, რომელიც აუცილებლად შედგება. ფაქტია, რომ ის მოსამართლეებიც კი, ვინც საწინააღმდეგოდ იყვნენ განწყობილი, ერთსულოვანნი გახდნენ და 9-ვე მოსამართლემ მიიღო ასეთი სამარცხვინო გადაწყვეტილება”,- განაცხადა გოცირიძემ და დასძინა, რომ ეს მთავრობის და სპეცსამსახურების უხეში ჩარევით მოხდა, მთავრობა კი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მართული.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ივანიშვილის ხროვას დოქსოპულოსავით დედები აღარ ჰყავთ
შემდეგი სტატია„თაიმერი“ „რუსთავი 2“-ს მხარდაჭერას უცხადებს