შალვა ნათელაშვილი: ისტორიული დღეა

„ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთსულოვნად დაადასტურეს ნება, რომ არავითარი კომპრომისი, არავითარი უკან დახევა არ იქნება“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, სანამ დაპატიმრებული პოლიტიკოსები არ გათავისუფლდებიან, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„ისტორიული დღეა. კვლავ გაგრძელდა საერთო სახალხო პოლიტიკური წინააღმდეგობის ფრონტი არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთსულოვნად დაადასტურეს ნება, ნება ხალხისა და საზოგადოებისა, რომ არავითარი კომპრომისი, არავითარი უკან დახევა არ იქნება იმ მთავარ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება პოლიტიკური ტერორის შედეგთა გადალახვას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და სანამ ისინი არ იქნებიან თავისუფლები, არავითარი ბოიკოტის მოხსნა, არავითარი კომპრომისები ხელისუფლებასთან და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემა არ იქნება, ეს გამორიცხულია!“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„მე კოლეგებს გავუზიარე ჩემი პოზიცია და ვიმსჯელებთ იმაზე, რომ 20 ივნისს, დისტანციის დაცვით, ჩატარდეს დიდი სახალხო თავყრილობა რუსთაველის გამზირზე, რათა კიდევ ერთხელ გავახსენოთ მთელ მსოფლიოს, რაც მთავარია ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვავიწყდება მათი სიავე, ბოროტება, მათი ნამოქმედარი 20 ივნისს და რომ ეს წინააღმდეგობა არის სახალხო და არა მარტო ოპოზიციური“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქციები ზოგადად სრულიად კონსტიტუციური,კანონიერი და დემოკრატიული ფორმაა
შემდეგი სტატიალიეტუვამ საქართველოს სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთი გამოუგზავნა