შალვა ნათელაშვილი – ჩემი მეგობრული რჩევაა, NDI-მ და IRI-მ ანალიზებს თავი დაანებონ

ჩემი მეგობრული რჩევაა, ისეთი ავტორიტეტული, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, როგორიც არის NDI და IRI, რომლებსაც უდიდესი მისია აკისრიათ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისათვის, მრავალპარტიული სისტემის ფორმირებისთვის, რეიტინგულ ანალიზებს თავი დაანებონ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ქართულ რეიტინგულ გამოკვლევებში ისეთი ეშმაკი დევს, რომ შემდეგ მათაც უხერხულობა ექმნებათ.

„მოარიდონ საკუთარი ორგანიზაცია იმ სიბინძურეს, რასაც ჰქვია რეიტინგული კვლევები და რაც სრულდება იმ სინდისგარეცხილი გორბების და ფულზე მონადირე სოციალური ჯგუფების მიერ, რომლებიც ნიკოლოზ მეორის დროიდან მოდიან. ბიზნესად აქვთ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა პოლიტიკური რეიტინგების ასპექტში და შემდეგ ამ ე.წ. გამოკვლევებს ტენიან ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, რომ მათი სახით გაჟღერდეს და არა მათი სახელით. ასეთ გამოკვლევებს თავი უნდა დაანებონ და იმუშაონ დემოკრატიის განვითარებაზე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და შესაბამისად, მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით იზრდება