პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის
საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს
დაბადებული ვ.ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო
ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს, ბლაგვი
საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხის წაღებას ვერ შეძლო,
რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე
დააკავეს.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – გაჩნდება ახალი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი – ჩემი მეგობრული რჩევაა, NDI-მ და IRI-მ ანალიზებს თავი დაანებონ