შაბათს მოინიშნეთ 3 საათი პუტინისთვის პასუხის გასაცემად – ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას მთავრობის პასუხის გარდა მოქალაქეების პასუხიც უნდა მოჰყვეს. მისი თქმით, ამ საკითხზე პარტიებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან კონსულტაციას იწყებს.

“ვფიქრობ, პუტინის გუშინდელ გამოსვლას გარდა მთავრობების პასუხისა, მოქალაქეების პასუხიც უნდა მოყვეს. დარწმუნებული ვარ ბევრს აქვს სურვილი დავაფიქსიროთ, რომ იმპერიული ისტორია, რომელიც გადაგვიწერა გუშინ პუტინმა, ჩვენთვის ბოროტებაა და სამომავლოდ ამის მიღებას არავინ აპირებს. უნდა გამოვჩნდეთ ქვეყანა და მისი მოქალაქეები, რომლებმაც 1991 იდან მოყოლებული და 2008 წლის გავლით ყველაზე კარგად ვიცით რა არის ოკუპაცია.

დღეს დავიწყებ კონსულტაციებს ყველა პარტიასთან და საზოგადოებრივ ჯგუფთან და ვფიქრობ ჯაჭვი უნდა გავაკეთოთ. ფორმებზე კიდევ ვიფიქრებთ და ყველაფერს შეგატყობინებთ ოპოზიციური სპექტრი ერთად.

შაბათს მოინიშნეთ 3 საათი პუტინისთვის პასუხის გასაცემად”, – წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამედვედევი: ნატო-მ და აშშ-მა ვერ ისწავლეს გაკვეთილი რუსეთისგან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით