მედვედევი: ნატო-მ და აშშ-მა ვერ ისწავლეს გაკვეთილი რუსეთისგან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას თქვა, რომ ნატო-მ და აშშ-მა ვერ ისწავლეს გაკვეთილი რუსეთისგან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

“2008 წელს მომიწია რთული გადაწყვეტილების მიღება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე . სამხედრო ძალისა და პოლიტიკური ნების გამოყენებით რუსეთი დაეხმარა ასობით ათას ადამიანს და ობიექტური გაკვეთილი ასწავლა ნატო-ს. ნატო-მ ეს კარგად არ მიიღო და განაგრძო ცინიკურად და უცერემონიოდ მიახლოება რუსეთის საზღვრებთან, გააფართოვა ალიანსის პოტენციური წევრების წრე“, – განაცხადა მედვედევმა.

მედვედევი მიიჩნევს, რომ დასავლეთი კიევს მინსკის შეთანხმებების საბოტაჟში დაეხმარა.

“ომი დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ წესების გარეშე მიმდინარეობდა. ხალხი მუდმივ რეპრესიებს ექვემდებარებოდა. მათ ცეცხლი გაუხსნეს მათ სახლებს, აიძულეს ეცხოვრათ მარადიულ შიშში”, – დასძინა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიშაბათს მოინიშნეთ 3 საათი პუტინისთვის პასუხის გასაცემად – ხოშტარია
შემდეგი სტატიამოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ შესაბამის კლინიკაში – ლუდმილა დენისოვა