სეტყვა და ქარი კახეთში- სოფელები და თელავი ვენახებისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ძლიერი სეტყვისა და ქარის შედეგად კახეთის რამდენიმე სოფელი და თელავი დაზარალდა. სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი დააზარალა. სოფელ ქისტაურში, ახშანსა და მატანში ვენახების დიდი ნაწილი და ერთწლიანი კულტურები თითქმის მთლიანად განადგურდა. მოსახლეობის განცხადებით,ძლიერ ქარს სეტყვა მოჰყვა, რამაც ზარალის რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა. თელავში კი სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რის გამოც ღვარცოფმა პრობლემები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე შექმნა. ადგილობრივებს არც ელექტროენერგია მიეწოდებათ

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიადაიწყო თუ არა გაწმენდითი სამუშაოები კახეთის სოფლებში?!