სესხების განულებისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე vali.ge მონაცემები განახლდა

ლარი

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე – vali.ge მონაცემები განახლდა.როგორც ,,თაიმერს” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ერთიან ბაზას „ვითიბი ბანკის“ მონაცემებიც დაემატა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 412 420 მსესხებლის 695 644 სასესხო ჩანაწერის შესახებ. ჯამური დავალიანების თანხა 3,148,735,096 ლარია.

ამ ეტაპისთვის, ვებ-გვერდზე ატვირთულია 7 საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი“.

შეგახსენებთ, რომ ვებ-გვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; უსაფრთხოების მიზნით, სპეციალური გრაფის მონიშვნა. აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებ-გვერდზე გამოტანილი დავალიანება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პარალელურად ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თსუ-ს დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო
შემდეგი სტატიაომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს კანონი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამართლებრივ სტატუსს უცვლის