სერგო რატიანი : „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველო გადააქცია იმ ქვეყნად, რომელსაც აშშ ადებს სანქციებს იმისათვის, რომ მას ოლიგარქი არაფორმალურად მართავს

ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველო, რომელიც რეგიონში ნომერ პირველი პარტნიორი იყო ამერიკის და დასავლეთის, გადააქცია იმ ქვეყნად, რომელსაც ამერიკა ადებს სანქციებს და ადებს იმისათვის, რომ მას ოლიგარქი არაფორმალურად მართავს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ქვეყანაში არის უსამართლო მართლმსაჯულება, არიან პოლიტპატიმრები, ირღვევა ადამიანის უფლებები და არის კორუფცია.

„ეს უკვე სამარცხვინოა არამხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ და ხელისუფლებისთვის, არამედ სამარცხვინოა თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ გვმართავს ოლიგარქი. ამას არ ვიმსახურებთ და შესაბამისად, ძალიან სწრაფად უნდა ჩამოვიშოროთ ეს ხელისუფლება. ის, რომ სანქციებს დაადებენ პირადად ივანიშვილს, ეს უკვე ჩანს ამ განცხადებებიდან, იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის არის ოლიგარქი ივანიშვილი. უმძიმესი მომენტია, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანას მართავს ოლიგარქი. შესაბამისად, ამ მომენტისთვის ჩვენ არ ვართ დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს შერეული, ან ჰიბრიდული დემოკრატია“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე : ამერიკის შეერთებული შტატები ქართულ დემოკრატიას ბოლომდე მხარს უჭერს და ეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა
შემდეგი სტატიამეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა