სერგო ჩიხლაძე – მედიაცია შედგა, ახლა მთავარია, ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მოლაპარაკებებში ევროკავშირი იქნება მედიატორი. მისივე თქმით, მზაობა დაადასტურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც.

„რაც შეეხება მედიაციას, ამაზე ჩვენ უკვე შევთანხმდით და ხელისუფლებაც დაგვეთანხმა, ორივე მხარე შევთანხმდით, რომ ევროკავშირი იქნება მედიატორი, შესაბამისად, ეს მზაობა ბატონმა მიშელმაც, ევროკავშირის პრეზიდენტმაც დაადასტურა. მგონია, საკითხი ამოწურულია, ევროკავშირის წარმომადგენლები იქნებიან მედიატორი ამ მოლაპარაკებებში, თუ დაიწყო“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედამის განცხადებას, სადაც მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტზეც ისაუბრა, ამასთან დაკავშირებით ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ახლა მთავარია, მოლაპარაკებისთვის მედიაცია შედგა.

„ეს ნაკლებ რელევანტურია, არ გვაინტერესებს. ჩვენ უკვე შევთანხმდით და ვინ, რა განცხადება გააკეთა ელჩზე, ამას საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, მედიაცია შედგა და ხელისუფლება, ოპოზიცია დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიათურნავა – WIZZAIR-ი მარტის ბოლოდან აღადგენს ფრენებს