“WIZZAIR-ი მარტის ბოლოდან აღადგენს ფრენებს ქუთაისის აეროპორტში, ამ მომენტის ინფორმაციით ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა.
მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია – WIZZAIR ABU DABI და ფრენებს შეასრულებს აბუდაბი-ქუთაისის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით.
მთლიანობაში, რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში განხორციელდება კვირაში დაახლოებით 70-მდე ფრენა სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში ეს იქნება დაახლოებით 200 ფრენა კვირაში”- აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა.