სერგი კაპანაძე : თეა წულუკიანის გამოსვლები პარლამენტში ღვარძლიანი და ბოროტია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე იუსტიციის მინისტრის პარლამენტში გამოსვლას უშინაარსოს და ღვარძლიანს უწოდებს.
“როგორც წესი, თეა წულუკიანის პარლამენტში გამოსვლა არის უშინაარსო, სავსეა ტყუილებით და არის ღვარძლიანი და ბოროტი. როგორც ჩანს, ეს ღვარძლიანი, შურითა და ზიზღით სავსე გამოსვლები უმრავლესობას მოსწონს. ეს გასაგებიც არის – როცა თეა წულუკიანი პარლამენტში გამოდის, ის არც ერთ სიტყვას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის არ ამბობს, ის ლაპარაკობს იმისათვის, რომ თავი წარმოაჩინოს ბიძინა ივანიშვილის წინაშე“, – განუცხადა ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანმა კარგად იცის, რა საქმეს აკეთებს და რა არის იდეალები
შემდეგი სტატია“ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა” ბლოკი შექმნეს და დეპუტატობის კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს