“ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა” ბლოკი შექმნეს და დეპუტატობის კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს

ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა” ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს.

“ორმა პოლიტიკურმა პარტიამ გადავწყვიტეთ, შევქმნათ საარჩევნო ბლოკი, რომლითაც წარვდგებით შუალედურ არჩევნებზე. ჩვენი თანამშრომლობა დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვასა და ღირებულებებს, როგორიცაა სამართლის უზენაესობა, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური მექანიზმების ამოქმედება, ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული მცირე, მაგრამ ეფექტიანი მთავრობის მეშვეობით, ადამიანის უფლებათა დაცვა, სახელმწიფოს უსაფრთხოება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ უარი ვთქვით პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ვიხედებით მომავლისკენ. გვაქვს ქვეყნის განვითარების პოზიტიური გეგმა და დღის წესრიგი. ჩვენი ვალდებულებაა, მომავალ თაობას დავუტოვოთ ქვეყნის შიგნით და საგარეო თვალსაზრისით მშვიდობიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული და სამართლიანი, ძლიერი სახელმწიფო. სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა თანამშრომლობა”, – განაცხადა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : თეა წულუკიანის გამოსვლები პარლამენტში ღვარძლიანი და ბოროტია
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : მაია ცქიტიშვილმა უნდა განმარტოს, რატომ არ ასრულებს მთავრობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საკუთარ ვალდებულებებს