სერგი კაპანაძე : სრული აგონიაა, ისე იქცევიან, როგორც ავტორიტარული რეჟიმების პოლიცია და ხელისუფლება თავისი არსებობის ბოლო დღეებში

admin
ავტ.: admin ნოემბერი 5, 2020 12:59

სერგი კაპანაძე : სრული აგონიაა, ისე იქცევიან, როგორც ავტორიტარული რეჟიმების პოლიცია და ხელისუფლება თავისი არსებობის ბოლო დღეებში

დღევანდელი ხელისუფლება და პოლიცია იქცევა ზუსტად ისე, როგორც იქცევიან ხოლმე ავტორიტარული რეჟიმების პოლიცია და ხელისუფლება თავისი არსებობის ბოლო დღეებში,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების ქმედებაზე ყველაზე კარგ პასუხს 8 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე მისული მოსახლეობა გასცემს. მისივე განმარტებით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდება, მოთხოვნები კი უცვლელია – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

„ეს არის სრული აგონია, ჯერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არც ერთი საჩივარი არ განიხილონ და პრაქტიკულად არ დააკმაყოფილეს არც ერთი საჩივარი. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დაეწყოთ აქტივისტების დაკავება. მათ თუ ჰგონიათ, რომ ადამიანების დაკავებით გააჩერებენ იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც დღეს ქვეყანაში გაჩნდა გაყალბებული არჩევნების გამო, ძალიან ცდებიან. ყველაზე კარგი პასუხი ამაზე იქნება ის, რაც მოხდება 8 ნოემბერს, რამდენი ადამიანიც გამოვა კარგად დაინახავენ და ეს პროტესტი გაგრძელდება ვიდრე ბრძოლა არ დასრულდება წარმატებით და წარმატება ამ შემთხვევაში, არის არჩევნების განმეორება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და ხალხის ნების ასახვა საარჩევნო შედეგებში. ყველა სხვა შედეგი არის მიუღებელი იმიტომ, რომ რუს ოლიგარქს არ აქვს უფლება ისე დაწეროს შედეგები, რომ ეს იყოს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 5, 2020 12:59