სერგი კაპანაძე პოზნერის მიმართ პროტესტზე – მე გეტყვით, ეკონომიკა რამ ჩამოანგრია

“პოზნერის წინააღმდეგ პროტესტი ეკონომიკას ჩამოანგრევსო, ვიღაცეები რომ წერენ ჭკვიანური სახით. მე გეტყვით, ეკონომიკა რამ ჩამოანგრია:

სახელმწიფო ვალმა, რომელიც 60%-ს აცდა და რომელიც ყველაზე მაღალია, რაც საქართველოს ისტორიაში ყოფილა.
2014 წელს 1.8 მილიარდიანი უცხოური ინვესტიცია 2020-ში 600 მილიონზე რომ ჩამოენარცხა.
ენერგეტიკის სფეროში 2013 წელს 246 მილიონიანი ინვესტიცია 2020-ში 5 მილიონზე რომ ჩამოეთხლიშა.
გადასახადები რომ გაიზარდა შემცირების ნაცვლად და აქციზის გადასახადმა ფასები რომ გააძვირა
2012 წლის 2.7%-იანი ინფლაცია 6.6%-ზე რომ ავარდა
ვალუტის კურსი 1.65 დან (2012 წლის ოქტომბერი) 3.4-მდე რომ აფრინდა და გაუჩერებალდ განაგრძობს აღმასვლას.
ბიუჯეტის დეფიციტი წარმოუდგენელ 8.5%-ზე რომ გაქვთ საპროგნოზო და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რომ არის და თან რომ გვატყუებთ, ადმინისტრაციული ხარჯები შევკვეცეთო და ამავდროულად ჯიპებს და ავეჯს ყიდულობთ მაინც სამინისტროებისთვის.
და ამ ყველაფრის მერე, რუსეთიდან ტურისტები რომ აღარ შემოვლენ, ამიტომ ეკონომიკა ჩამოინგრევაო, რომ წერთ, თქვე უნამუსოებო, 2020 წელს რუსები მხოლოდ ტურისტების 13.8% იყო, მანამდე 17-19%-ის ფარგლებში. კიდეც რომ შემცირდეს ცოტათი, ზემოთ რაც წერია, მანდ არის ძაღლის თავი დამარხული და არა პოზნერის გაგდების გამო რუსების არ-ჩამოსვლაში” – წერს “ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე Facebook-ze.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 281, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, აჭარაში – 45
შემდეგი სტატიაTI-ი მე-9 მოწვევის პარლამენტის “უტყვი” დეპუტატების სიას აქვეყნებს