TI-ი მე-9 მოწვევის პარლამენტის “უტყვი” დეპუტატების სიას აქვეყნებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებას აქვეყნებს. ორგანიზაცია წერს, რომ ამ მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 20 დეპუტატს საერთოდ არ უსარგებლია.

მე-9 მოწვევის პარლამენტის “უტყვი” დეპუტატები იყვნენ:

რუსლან გაჯიევი
ვალერი გელაშვილი,
პაატა გოგოხია,
ელგუჯა გოცირიძე,
მახირ დარზიევი,
მუხრან ვახტანგაძე,
ჯუმბერ იზორია,
ზაზა კედელაშვილი,
თეიმურაზ კოხრეიძე,
იოსებ მაკრახიძე,
სამველ მანუკიან,
ენზელ მკოიანი,
რომან მუჩიაშვილი,
რამაზ ნიკოლაიშვილი,
დიმიტრი სამხარაძე,
ერეკლე ტრიპოლსკი,
გოდერძი ჩანქსელიანი,
ირაკლი ხახუბია,
ვიქტორ ჯაფარიძე,
ლევან ბეჟანიძე.
გარდა ამისა, მაგთგან 3 დეპუტატს – ზაზა კედელაშვილს, ენზელ მკოიანსა და რამაზ ნიკოლაიშვილს არც მე-8 მოწვევის პარლამენტში უსარგებლიათ სიტყვით გამოსვლის უფლებით.

TI- წერს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში აქტიურობით შემდეგი წევრები გამოირჩეოდნენ:

სიტყვით გამოსვლის ყველაზე მაღალი რაოდენობა – ეკა ბესელია (813)
ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი – სერგი კაპანაძე (454)
ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი – ანრი ოხანაშვილი (262)
ყველაზე მეტი მიღებული კანონის ავტორი – ანრი ოხანაშვილი (215)
პლენარული სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა – კობა ნაყოფია (163)
პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა – შოთა შალელაშვილი (33)
კომიტეტის სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა – გიორგი ბოკერია (157)
კომიტეტის სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა – ნატო ჩხეიძე (40)

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე პოზნერის მიმართ პროტესტზე – მე გეტყვით, ეკონომიკა რამ ჩამოანგრია
შემდეგი სტატიაზაზა გახელაძის მეუღლე – ცხინვალის ციხეში მონახულებისას ზაზამ მითხრა, აქ პატიმარი კი არა, სათამაშო ვარო