სერგი კაპანაძე : მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ის მნიშვნელოვანი თემები – მათ შორის ოკუპაცია, რომელიც ქვეყანას აწუხებს, ეუთო-ს დღის წესრიგში უფრო აქტიურად დადგება

მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ის მნიშვნელოვანი თემები – მათ შორის ოკუპაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს, ეუთო-ს დღის წესრიგში კიდევ უფრო აქტიურად დადგება, – აღნიშნული განცხადებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის დანიშვნას გამოეხმაურა.

კაპანაძის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ყველაზე დიდი საპარლამენტო გაერთიანებაა მსოფლიოში და ის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტს საქართველოს პარლამენტის წევრი უდგას სათავეში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

”მინდა მივესალმო და წარმატებები ვუსურვო გიგი წერეთელს ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოსტზე და იმედი გამოვთქვა, რომ მისი საქმიანობა მნიშვნელოვანი იქნება მთლიანად ეუთო-ს საზოგადოებისთვის, საპარლამენტო თანამშრომლობისათვის და ის თემები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს – მათ შორის ოკუპაცია და სხვა მნიშვნელონი თემები, ეუთო-ს დღის წესრიგში კიდევ უფრო აქტიურად დადგება”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგაჩეჩილაძის მოსაზრებით გარემოს დაცვის სამინისტრო დამოუკიდებელ სტრუქტურად უნდა დარჩეს
შემდეგი სტატიააჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა