აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

ციტრუსის სეზონის დაწყებასთან ერთად აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ავთანდილ მესხიძესთან ერთად ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბს ესტუმრა და ციტრუსის წლევანდელი სეზონის მოლოდინის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის შტაბი საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით შექმნა, რაც ხელს უწყობს სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის კოორდინირებულ რეალიზაციას.

კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 0.20 ლარი იქნება.

მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 50-55 ათას ტონა იქნება, საექსპორტო მანდარინს სეზონზე ამზადებს 40–მდე ციტრუსის მიმღებ დამხარისხებელი საწარმო რომელთა ჯამური სიმძლავრე შეადგენს 30 000 ტონაზე მეტს. საწარმოებში ხდება მანდარინის დაკალიბრება, პარაფინირება, პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. ადგილობრივი სიმძლავრეებით შესაძლებელია 40 000 ტონა საექსპორტო ყუთის მომზადება. რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით შესაძლებელია 7000 ტონამდე ციტრუსის შენახვა. ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოები სეზონზე ღებულობს და კონცენტრატის სახით ამუშავებს 15000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს.

მიმდინარე წელს არსტანდარტულ მანდარინს მიიღებს და გადაამუშავებს შპს ,,TCF GEORGIA’’ და შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’. TCF GEORGIA’’ გეგმავს 4 000 ათას ტონა არასტანდარტული მანდარინის მიღებას, რომლისგანაც დაამზადებს კონცენტრირებულ წვენს. რომელიც მოხმარდება ადგილობრივ ბაზრებს, ასევე ექსპორტირებული იქნება რუსეთის, უკრაინის და ყაზახეთის ქვეყნებში.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ის მნიშვნელოვანი თემები – მათ შორის ოკუპაცია, რომელიც ქვეყანას აწუხებს, ეუთო-ს დღის წესრიგში უფრო აქტიურად დადგება
შემდეგი სტატია,,სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში საზოგადოების მონაწილეობა მნიშვნელოვანია”