სერგი კაპანაძე : ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტი თოჯინად სჭირდება და მასზე გაწეული ნებისმიერი ხარჯი გაუმართლებელია, რადგან ის საქართველოს არაფერს სძენს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პრეზიდენტი თოჯინად სჭირდება და მასზე გაწეული ნებისმიერი ხარჯი გაუმართლებელია, რადგან ის საქართველოს არაფერს სძენს. ამის შესახებ კაპანაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად ძვირი უჯდება ქვეყანას პრეზიდენტის შენახვა იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ მის ექსკურსებზე ბიუჯეტიდან 21 ათასი ლარზე მეტი იხარჯება.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ პრეზიდენტი, რომელიც ასევე, გაყალბებული არჩევნების შედეგად აირჩა, რეალურად ივანიშვილს სჭირდება თოჯინად, ივანიშვილს სჭირდება იმისთვის, რომ მორიგი ინსტიტუცია აკონტროლოს და შესაბამისად, ხარჯი, რომელიც პრეზიდენტზე იწევა, შეგვიძლია ვთქვთ, რომ არის გაუმართლებელი, რადგან პრეზიდენტი საქართველოს არაფერს სძენს. თუმცა, ამ ეტაპზე, ეგ არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ, ამ ეტაპზე, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი. ეს არის ჩვენი ხმებისა და მოპარული არჩევნის დაცვა და ამ მოპარული არჩევანის დაცვას ეწინააღმდეგება უკლებლივ ყველა, ვინც ივანიშვილის ბანაკშია- დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული მისი თოჯინებითა და კლოუნებით, რომლებიც პარლამენტში ჰყავს და რომლებიც სპიკერებად ჰყავს,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ არ ვმარცხდებით!ეს იყო უთანასწორო ბრძოლა ქართულ ძალასა და რუსულ მენტალიტეტს შორის
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა