სერგი კაპანაძე: არანაირი წინაპირობა იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავის დროზე არ ჩატარდეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, არანაირი წინაპირობა იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავის დროზე არ ჩატარდეს, არ არსებობს.

„ამ წუთში რაიმე წინაპირობა იმისა, რომ არჩევნები არ ჩატარდეს თავის დროზე, არ არსებობს. ზაფხულის შუამდე ჩვენ გვაქვს ვადა იმისათვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და შევთანხმდეთ ამ წესებზე, ოღონდ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას აქვს მეორე ნაწილი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომელიც პოლიტიკური დევნილების გათავისუფლებას უკავშირდება და ამ მხრივ ჯერჯერობით პროგრესი არ გვაქვს, თუმცა ჩვენი მოლოდინია, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე „ქართული ოცნების“ მხრიდან მოხდება ხელშეკრულების ამ ნაწილის შესრულებაც. თუ ეს არ მოხდება, მერე უკვე გვექნება შესაბამისი შეფასებები როგორც ჩვენ, ისე ჩვენს პარტნიორებსაც და ამას მოყვება შესაბამისი რეაქცია, რომელიც ნამდვილად არ იქნება კარგი „ქართული ოცნებისთვის“. ახლა ამაზე საუბარი არის ნაადრევი. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი გადავაგოროთ, ეკონომიკას მივხედოთ, მაგრამ პარალელურად, ზაფხულის შუამდე ბოლომდე მივიყვანოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და თან შესრულდეს ამ შეთანხმების მეორე ნაწილიც“, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი შალვა კეკელია: შეეშვით ზიარების საიდუმლოს!!!
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა არც პოლიტიკური სიმტკიცე და არც ღირსება