გიორგი ვაშაძე: ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა არც პოლიტიკური სიმტკიცე და არც ღირსება

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა არც პოლიტიკური სიმტკიცე და არც ღირსება, რომ ამ რთულ ვითარებაში არ ესარგებლა ადამიანთა გაჭირვებით და უარი ეთქვა ვიწროპარტიულ ინტერესზე, – ამის შესახებ „ახალი საქართელოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თაობაზე საჯარო დისკუსიის გამართვა შესთავაზა.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები, სახელისუფლებო მედია და სოცქსელებში დაქირავებული ტროლ-ბოტები ხოტბას ასხამენ გახარიასა და მთავრობას, თითქოს ქვეყნის ბიუჯეტი თავიანთი პირადი დანაზოგი იყოს და მოწყალება გაიღეს ჩვენთვის. თითქოს თავიანთი სიჯიუტითა და გაუაზრებელი, არაპროპორციული და შეუსაბამო აკრძალვებით მათ არ გაანადგურეს ქვეყნის ეკონომიკა, უმუშევარი არ დატოვეს ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე და არ დაამშიეს მილიონზე მეტი ადამიანი. მივმართავ ხელისუფლებას – პირადად გახარიას, არ გამოვიდეს ისე, რომ მე ან ოპოზიცია ვსაუბრობთ ჩასაფრებულის პოზიციიდან და არაჯანსაღად, უსამართლოდ ვაკრიტიკებთ მთავრობას. გავმართოთ ღია- საჯარო დისკუსია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თაობაზე, თქვენთვის სასურველ ადგილას და პირობებით, არა იმისთვის რომ ვიკინკლაოთ, არამედ იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს სიმართლე შექნილ რთულ ვითარებისა და მისგან თავის დაღწევის გზების თაობაზე. ასევე რა მიზანს ემსახურება მთავრობის შეუსაბამო და არაპროპორციული შეზღუდვები? ველოდებით მთავრობის შემხვედრ ნაბიჯებს ღია საჯარი დისკუსიის გამართვის თაობაზე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე: არანაირი წინაპირობა იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავის დროზე არ ჩატარდეს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ამ ილუზიას გადაყვება ჩვენი ოჯახების ეკონომიკური მომავალი