სერგეი შოიგუმ გონება რამდენჯერმე დაკარგა, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია – არსენ ავაკოვი

უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი არსენ ავაკოვი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგი შოუიგუსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დირექტორატის უფროსის იგორ კოსტიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ტვიტერში წერს.

ავაკოვი ამბობს, რომ თავისი წყაროს ინფორმაციით, შოიგუს და კოსტიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.

მისივე ინფორმაციით, ორივე მათგან ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებათ.

„წყარო იუწყება, რომ არსებობს ინფორმაცია შოიგუს და იგორ კოსტიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შესახებ. ორივეს სისუსტე აღენიშნება და ორივეს ერთნაირი სიმპტომები აქვს. მათ სუნთქვის გაძნელება და გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. შოიგუმ გონება რამდენიმეჯერ დაკარგა“, – წერს არსენ ავაკოვი.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონს სასამართლოში უჩივის
შემდეგი სტატიახელისუფლება უნდა დაფიქრდეს თუ რატომ არიან პოლიტიკურად დევნილი ოპოზიციონერები უკრაინაში მაღალ თანამდებობეზე, მათ უნდა დაანებონ თავი ოპოზიციასთან მუდმივ ბრძოლას და იფიქრონ ქვეყნის ინტერესებზე – გიგი წერეთელი