კანონპროექტს თუ დაბლოკავს, ვეტოსაც სწორედ გამჭვირვალედ დავძლევთ – მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

სალომე ზურაბიშვილს არავინ არაფერს ეკითხება. რასაც ეტყვიან, იმას დაწერს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, კანონპროექტს, დიდი ალბათობით, ვეტო დაედება, რომელსაც უმრავლესობა დაძლევს.

„დიდი ალბათობით, კანონპროექტს ვეტო დაედება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ვეტოს დაძლევა მოხდება, რადგან არაერთი ევროპული კანონპროექტი იყო, რომელიც ზურაბიშვილმა დაბლოკა და ჩვენ დავძლიეთ. გამჭვირვალობა გვინდა და ამას თუ დაბლოკავს, ამ ვეტოსაც სწორედ გამჭვირვალედ დავძლევთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანი, 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის – თალაკვაძე
შემდეგი სტატიაზღუდავენ თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ აზრს, შეკრების თავისუფლებას – ბოკუჩავა