ზღუდავენ თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ აზრს, შეკრების თავისუფლებას – ბოკუჩავა

„პარლამენტის რეგლამენტი 53-ე მუხლი ითვალისწინებს ე.წ. თავისუფალ ტრიბუნას, მაგრამ არ გვალაპარაკებენ, არ მოგვცეს თავისუფალი ტრიბუნის გამოყენების შესაძლებლობა, რადგან ზღუდავენ თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ აზრს, შეკრების თავისუფლებას.“ – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

„პარლამენტის რეგლამენტი 53-ე მუხლი ითვალისწინებს ე.წ. თავისუფალ ტრიბუნას, რადგან პირველის მოსმენის, მეორე მოსმენის დროსაც გამოგვყარეს დარბაზიდან. სპეცრაზმის, რობოკოპების დახმარებით იპარებიან პარლამენტის შენობიდან, შედიან, გამოდიან, სცემენ უმოწყალოდ ადამიანებს, ჩვენ კიდე გვყრიან დარბაზებიდან იმისთვის, რომ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ დიახ, ეს კანონი რუსულია, თერთმეტივე მუხლი რუსულია, ის გვაშორებს ჩვენს ევროპულ მომავალს, მას არაფერი საერთო არც ევროდირექტივასთან არ აქვს, არც ამერიკულ კანონთან, მაგრამ არ გვალაპარაკებენ, არ მოგვცეს თავისუფალი ტრიბუნის გამოყენების შესაძლებლობა, რადგან ზღუდავენ თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ აზრს, შეკრების თავისუფლებას.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშიკანონპროექტს თუ დაბლოკავს, ვეტოსაც სწორედ გამჭვირვალედ დავძლევთ – მაჭარაშვილი პრეზიდენტზე
შემდეგი სტატიადღესაც ემზადებიან ძალადობისთვის – ბოტკოველი