სერგეენკო – ჩინურ ვაქცინაზე შესაძლოა, კონკურენციის გამო, შავი პიარი მიმდინარეობდეს

“ქართული ოცნების” დეპუტატის, დავით სერგეენკოს თქმით, შესაძლოა ჩინურ ვაქცინაზე, კონკურენტი კომპანიების მხრიდან შავი პიარი მიმდინარეობდეს.

როგორც სერგეენკო განმარტავს, ვაქცინაციის პროცესი ჯანდაცვის საკითხს გაცდა და ის პოლიტიკური, ფინანსური და “ნახევრად კრიმინალური” სფეროს მოქმედების ქვეშაა.

“ამიტომ აირჩია საქართველომ ის გზა, რომ მხოლოდ ყველაზე უფრო მაღალი დადასტურებით, უსაფრთხოების და შედეგიანობის დადასტურების შემდეგ, დაიწყოს ამა თუ იმ ვაქცინით, მოსახლეობის აცრა. ჯანმოს პოზიცია ასეთია, რომ მან მისცა დადასტურება ჯერჯერობით, მხოლოდ ორ ვაქცინას, მაგრამ ჩინურ ვაქცინებზე მას აქვს განცხადება, რომ უკვე მოსალოდნელია, რომ აპრილის განმავლობაში, აპრილის ბოლოში მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

ჩემი აზრით, ეს ვაქცინების ომი არის, იმიტომ რომ “ასტრაზენეკზეც” ასე იყო. ძალიან დიდი ინტერესების გადაკვეთაა. ჯანდაცვის საკითხს გაცდა ვაქცინების საკითხი და გახდა უკვე პოლიტიკური, ფინანსური და შეიძლება ნახევრად კრიმინალური სფეროს მოქმედების ქვეშ.

კონკურენციის გამო შეიძლება მიდიოდეს კონკურენტი კომპანიების მიერ ერთმანეთის პროდუქციის დაკნინება და თუ შეიძლება ესე ითქვას, შავი პიარი”,-თქვა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „წიგნის სივრცის“ ლიტერატურა კიდევ უფრო მეტმა მკთხველმა გაიცნო
შემდეგი სტატიაბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს