სერბეთი რუსეთთან ბუნებრივი აირის 3 წლიან შეთანხმებას გააფორმებს

სერბეთის პრეზიდენტმა, ალეკსანდარ ვუვიჩმა რუსეთთან სამწლიალიანი ბუნებრივი აირის შეთანხმება დააანონსა. სერბულ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში ვუვიჩმა აღნიშნულ შეთანხმებას “ხელსაყრელი” უწოდა.

ვუვიჩის თქმით, მას შემდეგ, რაც გაზპრომთან 10 წლიანი კონტრაქტი ამოიწურება, სერბეთი ახალ, 3 წლიან შეთანხმებას გააფორმებს.

“ეს ეჭვგარეშე ყველაზე დაბალი ფასია მთელს ევროპაში. რაზეც ჩვენ შევთანხმდით, მე და პუტინი, ძალიან ხელსაყრელია სერბეთისთვის და შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთ კონტრაქტს გავაფორმებთ, პირველ ნაწილს, რომელიც 3 წლიანია”. – თქვა ვუვიჩმა.

სერბეთი არ არის არც NATO-ს და არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ის თითქმის სრულად არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე.

banner
წინა სტატიაშიომის დანაშაულების გამართლების მინისტრი, ლავროვი ირწმუნება: „არ ვურტყამთ სამოქალაქო ობიექტებს“ – ჯანმომ ფსიქიატრიული საბჭო უნდა ჩამოაყალიბოს, სავარაუდოდ, ახალი ვირუსია? – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი და 23 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოერთვა (ვიდეო)