ომის დანაშაულების გამართლების მინისტრი, ლავროვი ირწმუნება: „არ ვურტყამთ სამოქალაქო ობიექტებს“ – ჯანმომ ფსიქიატრიული საბჭო უნდა ჩამოაყალიბოს, სავარაუდოდ, ახალი ვირუსია? – პოდოლიაკი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა ჩამოაყალიბოს საერთაშორისო ფსიქიატრიული საბჭო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებების შესაფასებლად. სავარაუდოდ ახალი ვირუსია?,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი განცხადებას „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

აქვე გამოქვეყნებულია ფოტოები, რომელიც ასახავს ომის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ კვარტლებსა და დაშავებულ ადამიანებს.

პოდოლიაკის განცხადებით, ამ ფოტომტკიცებულებების მიუხედავად, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ურტყამენ.

„ჩვენ არ ვურტყამთ სამოქალაქო ობიექტებს, მხოლოდ სამხედროებს“ – ირწმუნება ბატონი ლავროვი – რუსეთის ომის დანაშაულების გამართლების მინისტრი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა ჩამოაყალიბოს საერთაშორისო ფსიქიატრიული საბჭო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებების შესაფასებლად. სავარაუდოდ ახალი ვირუსია? ფოტოებზე – „სამხედრო ობიექტებია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

banner
წინა სტატიაში26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე რა უნდა ითქვას და რა არ უნდა ითქვას, ეს ჩვენ ყველამ ვიცით და პრეზიდენტმაც ბუნებრივია უნდა იცოდეს – კობახიძე
შემდეგი სტატიასერბეთი რუსეთთან ბუნებრივი აირის 3 წლიან შეთანხმებას გააფორმებს