სერბების უმეტესობამ ნატოში შესვლაზე უარი თქვა

სერბების უმეტესობა ნატოში შესვლაზე უარს ამბობს, ნათქვამია ევროპის საქმეთა ინსტიტუტის მოხსენებაში. გამოკითხვის შედეგის თანახმად რესპოდენტების 84 %-ს არ სურს თავიანთი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებაში იხილოს. ნატოს წევრობას მხოლოდ 10% უჭერს მხარს.

რესპოდენტებმა, ასევე 1999 წლის იუგოსლავიის დაბომბვაზე გააკეთეს კომენტარი – 66%-ის აზრით, დაბომბვის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. მათგან 17%-ი იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტს სლობოდანა მილოშევიჩს ადანაშაულებს დაბომბვაში. 1999 წლის გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალმა მილოშევიჩს ხორვატიაში, კოსოვოსა და ბოსსნია-ჰერცოგოვინაში სამხედრო დანაშაულებში დასდო ბრალი. მის წინააღმდეგ საქმე 2006 წელს ინფარქტით გარდაცვალების შემდეგ შეწყდა.

banner
წინა სტატიაშიარცერთ მოწმეს, სასამართლოში აქამდე დაკითხულ მოწმეს არსებითად შეცვლილი ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მოუწოდებია
შემდეგი სტატიათურქეთი სირიაში ახალი ოპერაციებისთვის ემზადება