თურქეთი სირიაში ახალი ოპერაციებისთვის ემზადება

ანკარა სირიის რაიონებში ახალი “ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის ემზადება” – დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა -ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავცრელებს. სახელმწიფოს მეთაურის ვერსიით, სირიის მთელ რიგ რაიონებში ხალხი თურქეთის შესვლას მოითხოვს, რადგანაც ქვეყნის პოლიტიკა ასოცირდება უსაფრთოებასთან, წესრიგთან და სიმშვიდესთან”. ამასთანავე, პრეზიდენტმა უარყო ბრალდება სირიის ტერიტორიების მითვისების შესახებ და მასზე პასუხისმგებლობა დასავლეთს დააკისრა.
ამავე დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემალუელ მაკრონმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ თურქის შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი კონტროლი დააწესეს ქურთებით დასახლებულ ქალაქ აფრინში, მაკრონმა თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში თურქულ მხარეს დაკავებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის ორგანიზება მოსთხოვა. საფრანგეთის ლიდერმა სირიაში მდგომარეობის ესკალაციაში რუსეთი, თურქეთი და ირანი დაადანაშაულა -წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშისერბების უმეტესობამ ნატოში შესვლაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაძლიერმა ხანძარმა, იაკობაძეების 7 წევრიან ოჯახს, სახლის გარდა გაუნადგურა ფუტკრების ოჯახი და 2 ტონამდე თაფლი