სენატში მკაფიოდ ითქვა, რომ ეს ყველაფერი, რაც ხდება საქართველოში, სამწუხაროდ არის დემოკრატიული უკუსვლა და არ არის ქვეყნის ინტერესებში, პასუხისმგებელი კი სწორედ ხელისუფლებაა – წერეთელი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ მოსმენას ეხმაურება.
წერეთლის თქმით, სენატში მკაფიოდ გაუსვეს ხაზი იმ პრობლემებს, რომლებიც ქვეყნაშია და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლებაა.
წერეთელმა აღნიშნა, რომ სენატში მოსმენის დროს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ყველაფერი ის, რაც ხდება ქვეყანაში, სამწუხაროდ არის დემოკრატიული უკუსვლა და არ არის ქვეყნის ინტერესებში და მხოლოდ ერთი ქვეყანა, რუსეთი იგებს ამ არეულობით, ვითარებით და პოლიტიკური კრიზისით.
„ვფიქრობ, რომ ძალიან მკაფიო იყო სენატში გამოთქმული მოსაზრებები, რათქმაუნდა, ზოგადად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოზე არის საუბარი და არის გულშემატკივრობა ამ ქვეყნის, თუმცა საწყენია და სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი ნეგატიური გზავნილი იყო, პირველ რიგში ხელისუფლების მისამართით, აღინიშნა არაერთხელ, რომ სწორედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ყველაფერზე, მათ შორის შეთანხმებაზეც, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს და კომპრომისები უნდა გაკეთდეს, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი იყო, ეს ეხებოდა არჩევნების შეფასებას და ძალიან მკაფიოდ ითქვა მთელი ამ ნეგატივების შესახებ, რაც უკავშირდებოდა არჩევნებს, სასამართლო სისტემას, პოლიტიკურ მარლთმსაჯულებას, პატიმრების საკითხს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის, რომ ყველაფერი ეს, რაც ხდება საქართველოში, სამწუხაროდ არის დემოკრატიული უკუსვლა და არ არის ქვეყნის ინტერესებში და მხოლოდ ერთი ქვეყანა, რუსეთი იგებს ამ არეულობით, ვითარებით და პოლიტიკური კრიზისით.
შესაბამისად, ხელისუფლებამ ეს უნდა გაიგოს, სანამ არის ხელისუფლებაში და შესაბამისად იმოქმედოს.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიარც მე მახსოვს და ზოგადად, არ ყოფილა ამასთან მიახლოვებული, არათუ მსგავი მძიმე საკომიტეტო მოსმენა სენატში საქართველოს ხელისუფლებისათვის – ბოკერია
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა უდიდესი საფრთხის ქვეშაა