არც მე მახსოვს და ზოგადად, არ ყოფილა ამასთან მიახლოვებული, არათუ მსგავი მძიმე საკომიტეტო მოსმენა სენატში საქართველოს ხელისუფლებისათვის – ბოკერია

ევროპული საქართელოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ მოსმენას ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, აშშ-ის სენატში ჯერ არ ყოფილა ასეთ მძიმე საკომიტეტო მოსმენა საქართველოს ხელისუფლებისათვის, ხოლო ერთადერთი, რასაც შეიძლება შევადაროთ სენატის გუშინდელი მოსმენა, ეს არის ვარდების რევოლუციამდელ პერიოდში, შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებას.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ ძალიან სახიფათო ვითარებაში, საზოგადოებამ ეს უნდა გამოიყენოს და ეცადოს, რომ მსგავსი გარე ზეწოლა, შიდა პროტესტთან ერთად, გახდეს ფაქტორი, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ბოლომდე არ შეტოპოს და დროზე მოვიდეს გონს.
„არც მე მახსოვს და ზოგადად, არ ყოფილა ამასთან მიახლოვებული, არათუ მსგავი მძიმე საკომიტეტო მოსმენა სენატში საქართველოს ხელისუფლებისათვის. ერთადერთი, რასაც შეიძლება შევადაროთ, ისიც დისტანციურად, რადგან გარემოებები არ არის იდენტური, უნდა შევადაროთ ვარდების რევოლუციამდელ, სულ ბოლოს შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებას.
ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა, რომ საქართველო, რომელიც ბევრი ფაქტორის, ჩვენი საზოგადოების მიღწევების გამო, არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის, საზოგადოების მიღწევების გამო, ვარდების რევოლუციის და იმის შემდეგ მომხდარი ტრანსფორმაციის გამო, ყველა მძიმე ჩავარდნის მიუხედავად, 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის გამო, ყოველთვის ითვლებოდა დამსახურებულად მკაფიო ლიდერად ამ რეგიონში და ჩვენი ეროვნული ინტერესი იყო, რომ საკომიტეტო მოსმენები ჩვენი მთავარი პარტნიორის პოლიტიკურ ელიტაში ყოფილიყო იმაზე, თუ როგორ წავა საქართველო წინ, ნატოში გაწევრიანების გზით, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გზით, თავისუფალ სამყაროში დაბრუნების გზით.
დღეს, მსჯელობა სამწუხაროდ ივანიშვილის რეჟიმის წყალობით არის იმაზე, თუ როგორ უფსკულისაკენ მიაქანებს ეს ხელისუფლება ქვეყანას და რა უნდა მოიმოქმედონ ჩვენმა მეგობრებმა ამის შესაჩერებლად.
ეს უსიამოვნო საყურებელია, მაგრამ პარადოქსია, ამ ძალიან სახიფათო ვითარებაში ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ და უნდა ვეცადოთ, რომ გახდეს ფაქტორი, რომ ბოლომდე არ შეტოპოს ივანიშვილის რეჟიმმა და ამ გარე ზეწოლით, ქვეყნის შიგნით პროტესტთან ერთად, დროზე მოვიყვანოთ გონს.“ – განაცხადა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: აშშ-ის სენატის საკომიტეტო მოსმენაზე აღინიშნა, რომ საქართველო დასავლეთის საიმედო მოკავშირე და პარტნიორია
შემდეგი სტატიასენატში მკაფიოდ ითქვა, რომ ეს ყველაფერი, რაც ხდება საქართველოში, სამწუხაროდ არის დემოკრატიული უკუსვლა და არ არის ქვეყნის ინტერესებში, პასუხისმგებელი კი სწორედ ხელისუფლებაა – წერეთელი