სენატის კომისია ტრამპის კამპანიაში რუსეთის როლს იკვლევს

რესპუბლიკელი და დემოკრატიული პარტიის ცნობილმა სენატორებმა განაცხადეს, რომ ერთად გამოიძიებენ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის როლს. დღეს სენატის დაზვერვის კომიტეტში გამოძიების შესახებ პირველი მოსმენები დაიწყება.
კომიტეტის ხელმძღვანელმა რიჩარდ ბერმა განაცხადა, რომ კომისია პროცესის დროს პოლიტიზირების თავიდან აცილებას შეეცდება. დღეს 20 ადამიანი კომისიას ჩვენებას მისცემს, მათ შორის იქნება დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობა უარყოფს მათ მიერ აშშ-ს საპრეზიდენტო მარათონში რაიმე სახის ჩარევას.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა ჩათვალა, რომ ხალხის მიერ არჩეული მერი/გამგებელი დამატებით თავის ტკივილს შექმნის მომავალში – კეკენაძე
შემდეგი სტატიამოსკოვის აეროპორტში სახანძრო მანქანამ რვა ადამიანი გაიტანა