მოსკოვის აეროპორტში სახანძრო მანქანამ რვა ადამიანი გაიტანა

მოსკოვში, დომოდედოვას აეროპორტის გაჩერებაზე სახანძრო მანქანამ მინიმუმ რვა ადამიანი გაიტანა. შედეგად ერთი დაიღუპა, დანარჩენებმა ტრავმები მიიღეს – წერს “ბიბისი”. “ოთხი ადამიანი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოშია გადაყვანილი” – რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი სახანძრო მანქანის მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევაა. არსებობს ვერსია იმის შესახებაც, რომ მანქანის მძღოლს ჰიპერტონიული შეტევა დაემართა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშისენატის კომისია ტრამპის კამპანიაში რუსეთის როლს იკვლევს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ლიტვაში საქართველოს აფხაზ და ოს მოქალაქეებთან ერთად გაემგზავრა