სენაკში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

 სენაკში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ”თაიმერის” ინფორმაციით, სახში 70წლის მოხუცი შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობ, თუმცა ხანძრის დროს სახში არცერთი ოჯახის წევრი არ იმყოფებოდა. როგორც ”თაიმერს” საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრიდან აცნობეს, ხანძრის ლიკვიდაცია მეხანძრეებმა მალევე შეძლეს. ადგილზე სულ ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6284 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაგალის რაიონში 15 არალეგალი მიგრანტი იქნა დაკავებული (video)