გალის რაიონში 15 არალეგალი მიგრანტი იქნა დაკავებული (video)

როგორც სოხუმის მარიონეტული რეჟიმის უშიშროების სამსახური თავის საიტზე იტყობინება, გალის რაიონში, ე.წ. საზღვრის გადაკვეთისას, 15 არალეგალი მიგრანტი იქნა დაკავებული, რომელთაგან 7 ეგვიპტის, 2  სომალის, 3 იემენის და 3 სუდანის მოქალაქეა. 

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველო, რომელმაც ფაქტიურად განახორციელა მიგრანტთა დაკავება, ეჭვობს, რომ ისინი ტერორისტულ საქმიანობას ეწევიან. ამჟამად მიმდინარეობს დაკავებულთა იდენტიფიკაციის დადგენა. ზოგიერთ მათგანს სხეულზე აღენიშნება ადრე მიღებული ჭრილობის კვალი.

როდის განხორციელდა დაკავება ინფორმაციაში აღნიშნული არ არის. აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ირწმუნება, რომ “საქართველოდან აფხაზეთში არაკანონიერი მიგრაციის არხის ორგანიზაციით დაინტერესებულნი არიან საქართველოს სპეცსამსახურები”, რასაც, თითქოს დაკავებულებიც აღიარებენ. უწყების აზრით, არაკანონიერი მიგრაციის  ამ არხს საქართველოს სპეცსამსახურები შესაძლოა იყენებენ  რუსეთის და ევროპის ტერიტორიაზე ტერორისტთა შესაგზავნად.

დაკავებული 15 მიგრანტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე “საზღვრის” უკანონოდ გადაკვეთის მუხლით.  სასამართლომ დაკავებულებს 2 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

https://youtu.be/nAu6XJs_3Ng

banner
წინა სტატიაში სენაკში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიაგანხეთქილება აფხაზეთის კაზაკთა საზოგადოებაში