“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კვლავ ხელისუფლება არჩია” – ქეთევან მსხილაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთევან მსხილაძე ამბობს, რომ ის ვასილ მაღლაფერიძის მიუკერძოებლობაში დარწმუნებული არ არის და ეჭვი ეპარება მაუწყებელს მან მაყურებლის ნდობა მოუპოვოს. მსხილაძეს პრეტენზია აქვს სამეურვეო საბჭოს წევრებთან და არა კანდიდატებთან.

”მე მინდა მივულოცო ახალ დირექტორს მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მხარი არ დამიჭერია. ეს არის კოლექტიური გადაწყვეტილება და მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს უმრავლესობამ მისცა ხმა.
ვასილ მაღლაფერიძესთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება გუშინ გამოვხატე. მე მაქვს კითხვის ნიშნები არა მხოლოდ მის პოლიტიკურ წარსულთან, არამედ არსებულ პოლიტიკურ სიმპათიებთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს საზოგადოებრივ მაუწყებელს მაყურებლის ნდობა მოუპოვოს. კანდიდატებს რაც შეეხება, ნებისმიერს შეეძლო შემოტანა განაცხადის, თუ ის აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. მე კანდიდატებთან პრეტენზიები არ მაქვს, მე პრეტენზია მაქვს სამეურვეო საბჭოს წევრებთან. მესამე წელია სამეურვეო საბჭოში ვარ და ყველაზე კრიტიკულ მომენტებში საბჭომ ვერ მიიღო სწორი გადაწყვეტილება.
გავიხსენებ ეგზიტპოლებს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი კერძო კომპანიებთან ალიანსში შევიდა და მათთან ერთად ჩაატარა. მეორედ, ასეთი კრიტიკული და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება დღეს უნდა მიეღოთ და დღესაც მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კვლავ ხელისუფლება არჩია და ხელისუფლებისთვის მაამებლური გადაწვეტილება მიიღო…
მე ვფიქრობ, რომ საზოგადობრივ მაუწყებელს ვერ ეღირსა სტაბილურობა, ეს არჩევანი ამის მაჩვენებელია”, -განაცხადა მსხილაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში მწვავე პნევმონიით ორი პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“საბჭომ დღეს მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია”