“საბჭომ დღეს მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია”

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევას მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ბორდმა გენერალურ დირექტორად პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია.

”სამწუხარო რეალობაა. საბჭომ დღეს გადაწყვეტილება მიიღო სწორედაც პოლიტიკური მიკერძოებულობის ნიშნით. საბჭომ პრაქტიკულად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის ორიენტირებული იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუცია რაღაც პერიოდით კიდევ ვერ განვითარდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ დღეს მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია გენერალურ დირექტორად, ადამიანი, რომელიც გასაუბრების დროს ღიად საუბრობდა თავის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე, რომელიც მას არ უქმნის უხერხულობას. დღეს აღმოჩნდა, რომ ეს საბჭოსაც არ უქმნის უხერხულობას. ჩვენ პრაქტიკულად შეიძლება აღმოვჩნდეთ ფაქტის წინაშე, რომ გვქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიული კუთვნილებით.
საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს თავისი სამეურვეო საბჭოს პირით აცხადებს, რომ ჩვენ პოლიტიკური მიკერძოებულობა არ გვაინტერესებს, ჩვენ არ გვაინტერესებს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. დღეს საბჭომ ღიად თქვა – ჩვენ ეს არ გვაინტერსებს, ჩვენ დიახაც გვაინტერესებს ადამიანი, რომელმაც გუშინ დაადასტურა გასაუბრების დროს, რომ მას აქვს პოლიტიკური სიმპათიები და ეს მას ხელს არ უშლის თავის მედიასაქმიანობაში. ეს არის ძალიან ცუდი პრეცენდენტი”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

banner
წინა სტატიაში“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კვლავ ხელისუფლება არჩია” – ქეთევან მსხილაძე
შემდეგი სტატიაძარცვა ბათუმში-სუპერმარკეტ “იალჩინის” ბუღალტერს თავს დაესხნენ