„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი დეპუტატებს 2016 წლის ანგარიშს აცნობს

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელს უსმენენ. გრიგოლ გოგოლაძე დეპუტატებს საზ.მაუს 2016 წლის ანგარიშს წარუდგენს.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ანგარიშიდან ჩანს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სწორი მიმართულებით ვითარდება:

,,ძალიან სწორ გზაზე დგას ხელმძღვანელობა და ის ადამიანები, რომლებიც ამ რეფორმას უდგანან სათავეში. ვფიქრობ, ძალიან მოკლე პერიოდში შევძლებთ იმას, რომ მივიღოთ ისეთი ობიექტური, დაბალანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამასთანავე რა თქმა უნდა საინტერესო, რომელიც საზოგადოებას მიაწვდის იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული პროცესებისათვის. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, წარმატებებს ვუსურვებ მთელ გუნდს და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ რეფორმების სათავეში დგანან“,- აღნიშნა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაში„შესაძლოა კვლავ გამწესდნენ მოსამართლეები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც კვალიფიკაცია, არც პრინციპულობა“ – ანა ნაცვლიშვილი
შემდეგი სტატია“პრეზიდენტობის ათი კანდიდატი რომ გვყავდეს, მარგველაშვილი მეათე ადგილზე გავა“ – ვანო ზარდიაშვილი