“პრეზიდენტობის ათი კანდიდატი რომ გვყავდეს, მარგველაშვილი მეათე ადგილზე გავა“ – ვანო ზარდიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და ძველ კონსტიტუციას ებღაუჭება. მისივე განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტობის შანსი არ აქვს:

“პრეზიდენტობის ათი კანდიდატი რომ გვყავდეს, მარგველაშვილი მეათე ადგილზე გავა, თუ არჩევნები ჩატარდება. თუ დავფიქრდებით და მარგველაშვილის სამწლიან პრეზიდენტობას შევაფასებთ, ნებისმიერი მოქალაქე მიხვდება, რომ მას პრეზიდენტობის შანსი არ აქვს. მის მიერ განხორციელებულ ერთ პოზიტიურ ცვლილებას მაინც თუ დამისახელებთ, რაც მან ქვეყნისთვის გააკეთა, კი ბატონო, საკითხზე ვიმსჯელოთ”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი დეპუტატებს 2016 წლის ანგარიშს აცნობს
შემდეგი სტატიამერიის ინფორმაციით, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები გაზზე აღარ მუშაობენ