„შესაძლოა კვლავ გამწესდნენ მოსამართლეები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც კვალიფიკაცია, არც პრინციპულობა“ – ანა ნაცვლიშვილი

მოსამართლეთა დანიშვნის სისტემაზე საუბრისას, „საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სისტემის მეშვეობით შესაძლოა, კვლავ გამწესდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც არც კვალიფიკაცია და არვ პრინციპები გააჩნიათ:

„კვლევა შეეხება ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სასამართლოში განხორციელებულ რეფორმებს. მიუხედავად პოზიტიური ცვლილებისა, რჩება გამოწვევები. ცვლილებები არასრულყოფილია. მოსამართლეთა დანიშვნის სისტემა და პრაქტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ამიტომ ვერ სარგებლობს სასამართლო ნდობით. სწორედ ამ სისტემის მეშვეობით შესაძლებელია, კვლავ გამწესდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც კვალიფიკაცია, არც პრინციპულობა“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე საჯარო ფორუმზე კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ შეხვედრაზე კვლევის შედეგებს წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს აშშ განიხილავს, როგორც მტკიცე და სანდო პარტნიორს რეგიონში“ – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატია„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი დეპუტატებს 2016 წლის ანგარიშს აცნობს