„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ზედმეტად გადახდილი ჰონორარი ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფინანსური დოკუმენტაცია და გამოვლენილ კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით არსებული მასალები პროკურატურას გადაუგზავნა.

რაც შეეხება დარღვევას, საუბარია 2016 წელს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ზედმეტად გადახდილ ჰონორარს (12 800 ლარი), რომელიც საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის შემდეგ მიიღო.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, „ 2016 წელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ გადახდილი ჰონორარი (12,800 ლარი საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ექვემდებარება ბიუჯეტში უკან დაბრუნებას“.

banner
წინა სტატიაში35-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, დაკითხვიდან ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაშსს-მ წითელ ბაღში ორი მოზარდის დაჭრაში ბრალდებული დააკავა