35-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, დაკითხვიდან ექსპერტიზაზე გადაიყვანეს

35-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე, დაკითხვიდან ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. მოზარდის ადვოკატის თქმით, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფს მარჯვენა ხელის მტევანზე აღენიშნება დაზიანება, რომელიც სავარაუდოდ ცივი იარაღით არის მიყენებული, საჭირო გახდა მისი გადაყვანა სამედიცინო ექსპერტიზაზე.
შეგახსენებთ, რომ ორი მოზარდი, 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისში გუშინ დაჭრეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიხასო ხანგოშვილი : მთავარია ოჯახსა და მთავარ პროკურორს შორის შედგეს კონტაქტი
შემდეგი სტატია„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ზედმეტად გადახდილი ჰონორარი ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს