საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ეკა მიშველაძის გათავისუფლების საქმე – სააპელაციო სასამართლო განხილვას იწყებს

,,საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ ჟურნალისტ, ეკა მიშველაძის გათავისუფლების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დღეს პირველი სხდომა გაიმართება.

მაუწყებელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც მიშველაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

პირველმა ინსტანციამ უკანონოდ სცნო ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება და მისთვის კომპენსაციის გადახდა საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისრა.

ჟურნალისტის ადვოკატი კი სასამართლოსგან დისკრიმინაციის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს.

,,ჩვენც მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს იმ ნაწილში, რომ დაედგინა დისკრიმინაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკა მიშველაძის გათავისუფლება არამხოლოდ უკანონო იყო ეს იყო დისკრიმინაციული ხასიათის,“- აცხადებს ადვოკატი ნონა ქურდოვანიძე.

banner
წინა სტატიაშიილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაბიბლიოთეკების დახურვის შესაჩერებლად ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს