ბიბლიოთეკების დახურვის შესაჩერებლად ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ბიბლიოთეკების მოდერნიზაციის შესახებ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. პეტიციის მთავარი მიზანი ბიბლიოთეკების გაუქმებაზე უარის თქმაა.

ოპოზიცია და ბიბლიოთეკარების ნაწილი დარწმუნებული არიან, რომ რეალურად ბიბლიოთეკების დახურვა და მასობრივი გათავისუფლებები იგეგმება.

,,ეს პეტიცია ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, დედაქალაქში არ დაიხუროს არცერთი ბიბლიოთეკა და ამ პეტიციით მივმართავთ დედაქალაქის მერს, რომელმაც გადაწყვიტა , რომ თბილისში 36 ბიბლიოთეკიდან დაახლოებით 20 დახუროს“ -აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი.

თბილისში მოქმედი ბიბლიოთეკების უმრავლესობა შესაძლოა დაიხუროს. ცვლილებების მიხედვით, უქმდება თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანება. მის ნაცვლად კი ახალი აიპ-ი იქმნება. რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილია თავად ბიბლიოთეკარების ტესტირებაც.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლიდან ეკა მიშველაძის გათავისუფლების საქმე – სააპელაციო სასამართლო განხილვას იწყებს
შემდეგი სტატიაჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს – მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია