,,საზოგადოება უახლოეს მომავალში მიიღებს ინფორმაციას, ვინ დაიკავებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას”

„ეს არის გუნდის მიერ გადასაწყვეტი, აქედან გამომდინარე, ჩემი მხრიდან ერთპიროვნული განცხადების გაკეთება არ იქნება სწორი“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას, ვინ მოიაზრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე და შესაძლოა თუ არა, აღნიშნული პოსტი ანრი ოხანაშვილმა დაიკავოს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს მომავალში მიიღებს.

კითხვაზე – როგორც ერთი დეპუტატი, ისურვებდა თუ არა გედევან ფოფხაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით, სუბიექტურ პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც გუნდი პოზიციაზე ჩამოყალიბდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კახიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის წესს განმარტავს
შემდეგი სტატიალევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ განწესდა