ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ განწესდა

ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესებას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა.

ლევან მურუსიძის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთი წევრის ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგი იყო. წინააღმდეგ მისცეს ხმა არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა, ანა დოლიძემ კი გააბათილა ბიულეტენი, რადგან უკანონოდ მიიჩნევდა ამ პროცესს.

ლევან მურუსიძესთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა.

დღესვე, უვადო მოსამართლეებად განწესდნენ: პაატა ნოზაძე, ვალერიანე ფილიშვილი, პაატა ფხალაძე და ნანა ჯოხაძე.

banner
წინა სტატიაში,,საზოგადოება უახლოეს მომავალში მიიღებს ინფორმაციას, ვინ დაიკავებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას”
შემდეგი სტატიადონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს შემოიღებენ