საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს – ჩვენი ინციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა

„დღეს, ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ამავდროულად, პარტიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ დაისჯება ყველა, ვინც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას ძალას გადაამეტა.

„დღეს, ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა. იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც. უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა. რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება
შემდეგი სტატია“ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, ვინც პატივს სცემს ამ ქვეყნის კონსტიტუციას” – ბახტაძე