2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. განცხადება ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის განცხადებით, ფართომასშტაბიანი რეფორმის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. არჩევნები ჩატარდება ნულოვან საარჩევნო პირობებში.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული სისტემის შემთხვევაში ბუნებრივად აქვს მმართველ პარტიას. ივანიშვილის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გამოწვევები,რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

საზოგადოებას მოეხსენება რომ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი,რომლის ფარგლებშიც გადაწყდა,რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და ფლურალისტულ ევროპულ სტანდარტს,“-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

banner
წინა სტატიაშითავისუფლებისთვის ბრძოლა თაობიდან თაობაზე გადადის!!!
შემდეგი სტატიასაზოგადოება ცვლილებებს ითხოვს – ჩვენი ინციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა